ადმინისტრირება

ადმინისტრაციული მოდული წარმოადგენს ფუნქციათა ერთობლიობას, რომელთა საშუალებითაც ხდება მომხმარებლების, ჯგუფების, განყოფილებების, ფილიალების და სხვათა მენეჯმენტი.



ფილიალები

პროგრამა სტანდარტულად მუშაობს მონოფილიალური რეჟიმში, ანუ ემსახურება ერთ კონკრეტულ კლინიკას. თუკი თქვენი სამედიცინო დაწესებულება შედგება ერთზე მეტი ფილიალისგან, მაშინ პროგრამაში შეგიძლიათ შექმნათ ფილიალები. ამ შემთხვევაში სისტემაში შესვლის წინ თქვენ ირჩევთ სასურველ ფილიალს და შედიხართ თქვენი მომხმარებლით და პაროლით. ფილიალებს აქვთ საერთო პაციენტთა ბაზა, მაგრამ რეგისტრირებულ პაციენტთა ცხრილი კონკრეტულ ფილიალზე განსხვავებულია. ასევე, ფილიალებს აქვთ დამოუკიდებელი საწყობები და ხარჯთაღრიცხვის წარმოება შესაძლებელია როგორც დამოუკიდებლად (ერთ ფილიალზე), ასევე ჯამურად (ყველა ფილიალზე ერთად). პროგრამის ადმინისტრატორს აქვს საშუალება პერსონალი შექმნას კონკრეტულ ფილიალზე, ისე რომ კონკრეტულ პიროვნებას შეეძლება შევიდეს მხოლოდ განსაზღვრულ ფილიალში (ფილიალებში) და არ ექნება წვდომა სხვა ფილიალებთან.



ჯგუფები

პროგრამაში ყოველი მომხმარებლი შედის რომელიმე ჯგუფში. პროგრამას მოყვება რამოდენიმე სტანდარტული ჯგუფი მაგალითად "ექიმები", "რეგისტრატორები", "ექთნები" და სხვა. მაგრამ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ თვითონ შექმნათ ჯგუფი და გააწევრიანოთ მასში მომხმარებლები. ყოველ ჯგუფს გააჩნია განსხვავებული უფლებები პროგრამაში. მაგალითად "რეგისტრატორები" ჯგუფის მომხმარებელთათვის დაბლოკილია პროგრამის ფინანსურ ნაწილთან წვდომა, მათ გააჩნიათ წვდომა მხოლოდ მათთვის აუცილებელ მონაცემებზე. თქვენ მიერ შექმნილ ჯგუფს შეგიძლიათ მიანიჭოთ თქვენთვის სასურველი უფლებები და მასში მოთავსებულ მომხმარებლებს მიენიჭებათ ეს უფლებები. გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ მოდიფიცირება გაუკეთოთ სტანდარტული ჯგუფების (როგორიცაა "ექიმები","ექთნები" და ა.შ.) უფლებებსაც.



მომხმარებლები

პროგრამაში შეიძლება შეიქმნას ორი ტიპის მომხმარებელი

  • პირველი წარმოადგენს პერსონალს, რომელსაც არ აქვს უფლება პროგრამაში შევიდეს. მაგრამ იგი იქმნება პროგრამაში, რათა მოხდეს აღრიცხვა გაცემული ხელფასებისა, შვებულებებისა, მორიგეობისა და ა.შ. ესე იგი, ამ ტიპის მომხმარებელების არსებობა პროგრამაში ემსახურება მხოლოდ HR-ის წარმოებას.
  • მეორე ტიპის მომხმარებლები წარმოადგენენ პროგრამის უშუალო მომხმარებლებს. მათ ადმინისტრატორი უქმნის მომხმარებლის სახელსა და პაროლს, აწევრიანებს რომელიმე ჯგუფში (იხილეთ ზემოთ) და ამის შემდეგ ამ მომხმარებლებს აქვთ საშუალება შევიდნენ სისტემაში. იმის გარდა, რომ ჯგუფში მოთავსებულ მომხმარებელს აქვს ამ ჯგუფის პრივილეგიები, თქვენ შეგიძლიათ ყოველ კონკრეტულ მომხმარებელს დამოუკუდებლად მისცეთ განსაზღვრული უფლებები. ამასთან, მომხმარებლის უფლებები პრიორიტეტულია ჯგუფის უფლებებთან მიმართებაში.



  • კომპანია
  • Softvivarium კომპლექსური ERP სისტემების პროექტირება და იმპლემენტაცია
  • სოციალური მედია
  • მისამართი
  • თბილისი, მიცკევიჩის 29
© 2014 - 2019 Softvivarium.   ყველა უფლება დაცულია.