დახასიათება

წინასწარი ჩაწერების მოდული წარმოადგენს პაციენტების ექიმთან წინასწარ ჩაწერის მექანიზმს. ყოველ ექიმს საშუალება აქვს მართოს საკუთარი წინასწარი ჩაწერების დაფა (დაამატოს, წაშალოს, გადაავადოს და სხვა). რეგისტრატორს აქვს წვდომა ყველა ექიმის დაფასთან. მას შეუძლია პაციენტი ნებისმიერ ექიმთან ჩაწეროს. მოდულის კონფიგურაციის პარამეტრებთან წვდომა კი მხოლოდ ადმინისტრატორს აქვს. ამრიგად, მომხმარებელთა უფლებები წინასწარი ჩაწერის მოდულშიც მკაცრად იერარქიულია.



ექიმები და ჯგუფები

ადმინისტრატორს შეუძლია კომპეტენციების მიხედვით წინასწარ შექმნას ექიმთა პირობითი ჯგუფები. მაგალითად "პედიატრები", "თერაპევტები" და სხვა. ხოლო შემდეგ ამ ჯგუფებს მიაკუთვნოს კონკრეტული ექიმები. ამგვარი სტრუქტურა რეგისტრატორს ექიმთა ძიებას მნიშვნელოვნად უმარტივებს.



კალენდრის მენეჯმენტი

პროგრამა საშუალებას იძლევა სამი განსხვავებული სახით ადევნოთ თვალყური ჩაწერებს. ესენია ჩვენება დღეების მიხედვით, კვირებისა და თვეების მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ ღილაკის ერთი დაჭერით მოახდინოთ გადართვა მათ შორის, ხოლო კალენდრის საშუალებით კი შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი დღის ჩანაწერები.



დაჯავშნა

დაჯავშნა ხდება მარტივად. ირჩევთ დაფაზე თქვენთვის სასურველ დროს, შედეგად პროგრამა გიჩვენებთ მცირე ზომის ფორმას. ფორმაზე თქვენ ავსებთ პაციენტის პირად მონაცემებს (სახელი, გვარი და ა.შ.) და ქმნით ახალ ჩანაწერს. ახალი ჩაწერის შექმნისას, თქვენ გაქვთ საშუალება აირჩიოთ უკვე არსებული პაციენტი (თუ იგი ერთხელ უკვე ნამყოფია კლინიკაში) ან შექმნათ ახალი პაციენტი.



პაციენტთა წვდომა

პროგრამა უზრუნველყოფს თქვენი სურვილის შემთხვევაში ჩართოთ სერვისი, რომელიც საშუალებას მისცემს თქვენს პაციენტებს თვითონ მოახდინონ წინასარი ჩაწერა ამა თუ იმ ექიმთან. ამისთვის იგი შედის სპეციალურ ვებ-გვერდზე და ავტორიზაციის გავლის შემდეგ ირჩევს მისთვის სასურველ დროსა და ექიმს და ახდენს წინასწარ ჩაწერას ვიზიტზე. ამის შემდეგ რეგისტრატორს და ექიმს პროგრამაში მისდის ინფორმაცია ჩაწერის შესახებ. თუ ექიმი ან რეგისტრატორი თანხმობას მისცემს პაციენტს ამ ვიზიტზე, მას გაეგზავნება იმეილი ან/და SMS შეტყობინება ჩაწერის დასტურის შესახებ. რაც ნიშნავს, რომ ჩაწერა გააქტიურებულია.



კონფიგურაცია

ადმინისტრატორს აქვს საშუალება წინასწარ დააკონფიგურიროს და შემდგომში ცვალოს წინასწარი ჩაწერების მოდულის კონფიგურაციის პარამეტრები. მაგალითად, წინასწარი ჩაწერების დაფის გახსნა-დახურვის საათები (რომლებიც შეიძლება იგივე იყოს რაც კლინიკის სამუშაო საათები). ასევე განსაზღვროს დაფაზე დროის დანაყოფის ფასი 5, 10, 15 წუთი და ა.შ. მაგალითად თუ თქვენ იცით, რომ საშუალოდ 20 წუთი სჭირდება ერთ კონსულტაციას, დააყენებთ 20 წუთზე დანაყოფის ფასს.

ადმინისტრატორს აგრეთვე შეუძლია ექიმებს შეუქმნას სამუშაო საათები, რომლებიც დაფაზე აისახება განსხვავებულ ფერში, რათა რეგისტრატორისთვის იოლი მისახვედრი იყოს შეუძლია თუ არა ამა თუ იმ ექიმს მიიღოს პაციენტი კონკრეტულ საათებში. თავად ექიმებს შეუძლიათ საკუთარ დაფაზე დაბლოკონ ან გახსნან ესა თუ ის საათი. მაგალითად თუ ექიმი რაღაც მიზეზი გამო კონკრეტულ დღეს, გარკვეულ საათებში ვერ იმუშავებს, მას შეუძლია ეს საათები დაბლოკოს და რეგისტრატორი ამ საათებს განსხვავბულ ფერში დაინახავს. აღნიშნული, პარამეტრების მცირე ჩამონათვალია, მოდული კონსტრუირებულია იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნას მორგებული კლინიკების ფართო მოთხოვნებზე.




  • კომპანია
  • Softvivarium კომპლექსური ERP სისტემების პროექტირება და იმპლემენტაცია
  • სოციალური მედია
  • მისამართი
  • თბილისი, მიცკევიჩის 29
© 2014 - 2019 Softvivarium.   ყველა უფლება დაცულია.