სასაქონლე საწყობის მენეჯმენტი

აპლიკაციაში სრულყოფილად არის ინტეგრირებული სასაქონლე საწყობის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ჩატარდეს ყველა ძირითადი სასაქონლე ოპერაცია.



საქონლის მოძრაობა

საქონლის მოძრაობა გულისხმობს: მომწოდებლისგან მიღებებს, პაციენტზე გახარჯვებს, განყოფილებაზე გადაწერებს, მომწოდებელზე გაბრუნებებს, გაყიდვებს (რეალიზაციას) და სხვა.



საქონლის ნაშთი

თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ განყოფილებაზე, კონკრეტულ ფილიალში დროის ნებისმიერი მომენტისთვის ნახოთ ნაშთი. პერიოდის ანალიზის ცხრილი გიჩვენებთ საწყის და საბოლოო ნაშთებს, დროის შუალედში მიღებული და გაცემული საქონლის რაოდენობას, ასევე გიჩვენებთ თითოეული საქონლის თანხობრივ მონაცემს.



კალკულაცია

პაციენტის ისტორიაში სამედიცინო პროცედურის დამატებისას ხდება მასზე მიბმული საქონლის ჩამოწერა, ამასთან ჩამოწერა ხდება იმ განყოფილებიდან, რომელშიც პაციენტია განთავსებული. გარდა ამისა, პროგრამა ცოცხალ რეჟიმში აკონტროლებს ნაშთს და მიგითითებთ, თუკი კონკრეტული საქონელი არასაკმარისია საწყობში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სამედიცინო პროცედურის დეტალური კალკულაცია და მიიღოთ ინფორმაცია მოგება-ზარალის შესახებ, ასევე დაბეჭდოთ ინვოისები და სხვა.





თანხების მენეჯმენტი

მოდულის ფინანსური ნაწილი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან



პაციენტის ფინანსები

პაციენტის ფინანსებში აღირიცხება თანხა რომელიც შეადგენს გამოკვლევების ფასს გამოკლებული სადაზღვეოს პროცენტული თანხა. პროგრამა აღრიცხავს თითოეული პაციენტის გადახდილი და გადასახდელი თანხების ისტორიას და მიგითითებთ თუკი დარჩენილია თანხა გადასახდელი. გადახდები, აღირიცხება თანხის მიმღების მიხედვით სალარო იქნება ეს თუ ერთ-ერთი ბანკი. პროგრამის მომხმარებელს შეუძლია ნახოს ნებისმიერ პერიოდში რა თანხა შემოვიდა კლინიკაში და კლინიკის მიმართ რა თანხა რჩება ვალად პაციენტებს. ასევე შეიძლება ნახოთ თანხის რა რაოდენობა იყო სალაროში ან ბანკში დროის ნებისმიერი მომენტისთვის.



სადაზღვეოს ფინანსები

სადაზღვეოს ფინანსებში აღირიცხება თანხები რომელიც სადაზღვეო კომპანიებს აქვთ სამედიცინო დაწესებულებისთვის ჩასარიცხი. პაციენტის რეგისტრაციისას, კონკრეტულ სამედიცინო პროცედურაზე სადაზღვეოს თანაგადახდის პროცენტის მითითების შემთხვევაში, თანხის პროცენტი ავტომატურად დაეწერება სადაზღვეო კომპანიას გადასახდელად. მომხმარებელს შეუძლია ნახოს დროის ნებისმიერი მომენტისთვის ვალი, რომელიც სადაზღვეო კომპანიებს აქვთ სამედიცინო დაწესებულების მიმართ. ასევე შესაძლებელია დროის კონკრეტულ მომენტში სადაზღვეო კომპანიების გადახდების ნახვა.



მომწოდებლის ფინანსები

მომწოდებლის ფინანსებში აღირიცხება თანხაბი რომელიც დაუგროვდა სამედიცინო დაწსებულებას მისი მომწოდებლების მიმართ გადასახდელი. საქონლის მიღებისას სრული თანხა ავტომატურად ეწერება სამედიცინო დაწსებულებას მომწოდებლის ვალად. ამის შემდეგ გადახდა შეიძლება მოხდეს რამდენიმე მიღებაზე ერთიანად როგორც სალაროდან ასევე რომელიმე ბანკიდან. პროგრამა თითოეულ მომწოდებელზე აღრიცხავს ვალს დროის მითითებული მომენტისთვის. მომხმარებელს შეუძლია ნახოს დროის ნებისმიერ შუალედში მომწოდებლებზე ჩარიცხული თანხები.




  • კომპანია
  • Softvivarium კომპლექსური ERP სისტემების პროექტირება და იმპლემენტაცია
  • სოციალური მედია
  • მისამართი
  • თბილისი, მიცკევიჩის 29
© 2014 - 2019 Softvivarium.   ყველა უფლება დაცულია.