პროგრამის სამედიცინო მოდული შედგება შემდეგი ძირითადი კომპონენტებისგან:


პაციენტის რეგისტრაცია

პაციენტის რეგისტრაცია ხორციელდება მისი პირადი მონაცემების შევსებით. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სადაზღვევო კომპანიის (თუკი პაციენტი დაზღვეულია) ან/და დონორი ორგანიზაციის მონაცემები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პაციენტის ჯანმრთელობის დაფინანსებაზე. რეგისტრაციის დროს აგრეთვე ვირჩევთ შემოსვლის ტიპს, მაგალითად ამბულატორიული, გეგმიური სტაციონარული და ა.შ. თუ თქვენ სამედიცინო დაწესებულებას გააჩნია განყოფილებები (მაგ. რეანიმაციის, კარდიოლოგიის და ა.შ.) თქვენ ასევე შეგიძლიათ მიუთითოთ განყოფილება რომელშიც პაციენტი განთავსდა, რაც შემგომში სამედიცინო პრეპარატებისა და სხვა მასალის გახარჯვას ამ განყოფილებიდან აწარმოებს. თუკი თქვენი სამედიცინო დაწსებულება მხოლოდ ერთ განყოფილებას მოიცავს, მაშინ პროგრამა ავტომატურად დაარეგისტრირებს პაციენტს ამ განყოფილებაზე.



პაციენტის ისტორია

პაციენტის ისტორია წარმოადგენს ცხრილების ერთობლიობას, სადაც აღრიცხულია კონკრეტული პაციენტის ყოველი მომართვა სამედიცინო დაწესებულებაზე. თითოეულ მომართვაზე თქვენ გაქვთ საშუალება დაამატოთ და აღრიცხოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო მანიპულაცია, ეს იქნება ქირურგიული ოპერაციები თუ რაიმე სხვა სახის გამოკვლევები, ასევე შეგიძლიათ აღრიცხოთ გახარუჯული პრეპარატები და სახარჯი მასალები. ამგვარი აღრიცხვა საშუალებას გაძლევთ მოახდინოთ ფინანსური ნაწილის სწორი გაანგარიშება (კალკულაცია) პაციენტის ყოველ კონკრეტულ შემოსვლაზე.



საწოლდღეები

თუკი სამედიცინო დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე გყავთ სტაციონარულად შემოსული პაციენტები, პროგრამა საშუალებას იძლევა ავტომატურად კონტროლირდებოდეს პაციენტების საწოლდღეები. კერძოდ, მას შემდეგ რაც მიუთითებთ პაციენტის განყოფილებაში შესვლის ზუსტ დროს, პროგრამა ცოცხალ რეჟიმში დაიწყებს საწოლდღეების თვლას და შესაბამისი (საწოლდღეების) ფასის დაანგარიშებას. პროგრამა ითვლის როგორც სტანდარტულ (24 საათიან), ასევე ამბულატორიულ (12 საათიან) საწოლდღეს.



პროცედურები და კვლევები

პროგრამაში თქვენ წინასწარ ქმნით სამედიცინო პროცედურების (ოპერაციები, ანალიზები და ა.შ.) ე.წ. "შაბლონებს". "შაბლონების" დამატება შემდგომში ხორციელდება პაციენტთა ისტორიაში, სადაც შესაძლებელია მათი ნებისმიერად მოდიფცირება. აღნიშნულ "შაბლონებს" მათი სპეციფიკიდან გამომდინარე შეგიძლიათ მიაბათ შემდეგი კომპონენტები

  • პროცედურების პასუხები

    ყოველ სამედიცინო კვლევასა და პროცედურას მათი სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელია შეექმნას სპეციალური ველები, რომელშიც ხდება პასუხებისა და გაზომვადი სიდიდეების შეტანა. მაგალითად თუ პროცედურა სისხლის საერთო ანალიზია, მაშინ მას შეგვიძლია მივაბათ გაზმოვადი სიდიდეები როგორიცაა ლიმფოციტები, ლეიკოციტები და ა.შ.


  • სამედიცინო ფაილები

    გარდა პასუხების შეტანისა, თქვენ შეგიძლიათ კონკრეტულ კვლევაზე ატვირთოთ სურათები (მაგ. რენტგენის) ან ვიდეოები (მაგ. ოპერაციის ამსახველი ვიდეო) და სხვა დოკუმენტები.


  • სახარჯი მასალები

    სამედიცინო პროცედურების "შაბლონზე", გარდა პასუხების ველებისა შესაძლებელია ასევე შეიქმნას საქონლის ან/და სახარჯი მასალების სია, რომელთა საწყობიდან ჩამოწერა პაციენტის ისტორიაში დამატების შემდეგ ხდება.


  • პერსონალი

    პროცედურებს შესაძლებელია მიებას პერსონალი, კერძოდ ისინი ვინც მონაწილეობა მიიღო მოცემულ სამედიცინო პროცედურის ჩატარებაში. ეს კი თავის მხრივ შესაძლებლობას იძლევა აღირიცხოს ნაწილი პერსონალის ხელფასებისა.



სამედიცინო ფორმები, NCSP, ICD-10, ICPC-2 კლასიფიკატორები

გამოკვლევების და პროცედურების ჩატარების შემდეგ მკურნალ ექიმს აქვს საშუალება მიიღოს სრული რეპორტი მოცემული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მაგალითად, ინფორმაცია ჩატარებულ ანალიზების პასუხებზე, ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციებზე, მიღებულ პრეპარატებზე და ა.შ. აგრეთვე მკურნალ ექიმს შეუძლია სხვადასხვა სამედიცინო ფორმიდან პროგრამაში შეიტანოს დაავადებათა დიაგნოზები და მიანიჭოს მათ შესაბამისი ICD-10 ან/და ICPC-2 კოდები, რომელთა სრული სია პროგრამაში არის შეტანილი. პროგრამა ასვე ავტომატურად შეიტანს ჩარევის NCSP კოდს პაცინტის სამედიცინო ისტორიაში. ექიმს შეუძლია ღილაკის ერთი დაჭერით მონახოს პაციენტის სრული სამედიცინო ისტორია. აგრეთვე მარტივადაა შესაძლებელი ინახოს სხვადასხვა ტიპის ფორმა ელექტრომული სახით, როგორიცაა მაგალითად ფორმა-100. პროგრამა საშუალებას გაძლევთ ელექტრმული სახით აწარმოოთ შემდეგი სამედიცინო დოკუმენტაცია


სტაციონარული სამედიცინო წარმოების ფორმები:

  • "ფორმა IV-300/ა" სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი

  • "ფორმა IV-300-1/ა" ფიზიკალური მონაცემების რეგისტრაციის ჟურნალი

  • "ფორმა IV-300-2/ა" ექიმის დანიშნულების ფურცელი

  • "ფორმა IV-300-3/ა" ზოგადი ანესთეზიის რუქა

  • "ფორმა IV-300-4/ა" გაუტკივარების ოქმი

  • "ფორმა IV-300-5/ა" პაციენტის ანესთეზიისა და ოპერაციისათვის მომზადების ფურცელი

  • "ფორმა IV-300-6/ა" ანესთეზიოლოგის წინასაოპერაციო ჩანაწერის ფურცელი

  • "ფორმა IV-300-7/ა" პაციენტის წინასაოპერაციო კითხვარი

  • "ფორმა IV-300-8/ა" პაციენტის ინფორმირებული თანხმობა გაუტკივარებაზე

  • "ფორმა IV-300-9/ა" პაციენტის პოსტოპერაციული პერიოდის მართვის ფურცელი

  • "ფორმა IV-300-10/ა" პაციენტის თანხმობა სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმის ოპერაციაზე

  • "ფორმა IV-300-11/ა" სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმის ოქმი

  • "ფორმა IV-300-12/ა" პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე

  • "ფორმა IV-300-13/ა" პაციენტის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი მაჩვენებლების რუკა

  • "ფორმა IV-300-14/ა" ეტაპური ეპიკრიზის ჩაწერის ფურცელი

  • "ფორმა IV-300-15/ა" წინასაოპერაციო ეპიკრიზი

  • "ფორმა IV-300-16/ა" ოპერაციის პროტოკოლი

  • "ფორმა IV-301/ა" სტაციონარში პაციენტთა მიღების და გაწერის რეგისტრაციის ჟურნალი


ამბულატორიული სამედიცინო წარმოების ფორმები:

  • "ფორმა IV-200/ა" ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი

  • "ფორმა IV-200-1/ა" იმუნიზაციის ცხრილი

  • "ფორმა IV-200-2/ა" ზოგადი მონაცემების ცხრილი

  • "ფორმა IV-200-3/ა" დასკვნითი დიაგნოზების ცხრილი

  • "ფორმა IV-200-4/ა" პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების მიმწოდებელთათვის

  • "ფორმა IV-200-5/ა" პაციენტის გასინჯვის ფურცელი

  • "ფორმა IV-200-6/ა" კლინიკურ-დიაგნოსტიკური გამოკვლევის შედეგები

  • "ფორმა IV-200-7/ა" სამედიცინო ჩარევის ოქმი

  • "ფორმა IV-200-8/ა" პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე

  • "ფორმა IV-200-9/ა" ანტე/პერინატალური ანამნეზი

  • "ფორმა IV-200-10/ა" გეგმური მეთვალყურეობის ფორმა

  • "ფორმა IV-200-11/ა" ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი

  • "ფორმა IV-200-12/ა" ამბულატორიული პაციენტის რეგისტრაციის ჟურნალი

  • "ფორმა IV-200-13/ა" ამბულატორიული პაციენტის ვიზიტების და ბინაზე/ადგილზე გამოძახების რეგისტრაციის ჟურნალი

  • კომპანია
  • Softvivarium კომპლექსური ERP სისტემების პროექტირება და იმპლემენტაცია
  • სოციალური მედია
  • მისამართი
  • თბილისი, მიცკევიჩის 29
© 2014 - 2019 Softvivarium.   ყველა უფლება დაცულია.