სამედიცინო
ქაღალდებზე წარმოებულ სამედიცინო ჩანაწერებს სჭირდება გაცილებით დიდი მოცულობის სივრცე შესანახად, ვიდრე ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებს, სადაც თქვენს მიერ წლების მანძილზე წარმოებული ათიათასობით ჩანაწერი შესაძლებელია ერთ პატარა USB-ზე შეინახოთ. აპლიკაცია საშუალებას იძლევა სრულყოფილად აწარმოოთ თქვენი კლინიკის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები … შეიტყვეთ მეტი
საფინანსო
პროგრამა უზრუნველყოფს პაციენტების ფინანსურ ვალდებულებათა სრულყოფილ მენეჯმენტს, სადაზღვევო კომპანიათა ფინანსური ჩართულობის გათვალისწინებით. იგი ასევე მთლიანად მოიცავს სასაქონლე საწყობის პროგრამას. თქვენ შეგიძლიათ წარმატებით აღრიცხოთ როგორც ინვენტარული, ასევე არაინვენტარული საქონელი, მოახდინოთ მათი ჩამოწერა, ქვესაწყობებზე გადაწერა ან სულაც გაყიდვა … შეიტყვეთ მეტი
ადმინისტრაციული
აპლიკაციის მოცემული მოდულიდან ხდება ფილიალების, ჯგუფების, მომხმარებლების და ასევე ყველა სახის კონფიგურაციული პარამეტრის განკარგვა. იგი მოიცავს სრულ HR-ს, რაც ნიშნავს, რომ თქვენ აკონტროლებთ მომხმარებელთა არამარტო პროგრამულ მხარეს, არამედ აღრიცხავთ მათ ხელფასებს, შვებულებებს, გაცდენებსა და ასევე განაგებთ მორიგეობის ცხრილს … შეიტყვეთ მეტი
წინასწარი ჩაწერები
მოდული საშუალებას გაძლევთ აწარმოოთ პაციენტის წინასწარი ჩაწერები ექიმებთან ვიზიტებზე. მისი კალენდარზე ინტეგრირებულობა უზრუნველყოფს მასთან მუშაობის სიმარტივეს. ექიმებსა და რეგისტრატორს აქვთ საშუალება სამ განსხვავებულ რეჟიმში ადევნონ თვალყური წინასწარი ჩაწერების დაფას, ესენია დღის, კვირისა და თვის რეჟიმები … შეიტყვეთ მეტი
რეპორტები
პროგრამის სისტემა ხელს უწყობს კლინიკების როგორც სამედცინო, ასევე ფინანსური ნაწილის მენეჯმენტის გაუმჯობესებას. იგი შედგება სამი მთავარი ნაწილისგან: სამედიცინო, ფინანსური და წინასწარი ჩაწერების რეპორტებისგან. მეტი თვალსაჩინოებისთვის პროგრამა სხვადასხვა ცხრილების წარმოდგენასთან ერთად აგიგებთ გრაფიკულ ჩარტებსა და დიაგრამებს … შეიტყვეთ მეტი
ონლაინ წვდომა
ონლაინ წვდომის მოდული წარმოადგენს პაციენტთა პორტალს, რომლის საშუალებითაც თქვენს პაციენტებს აქვთ წვდომა საკუთარი სამედიცინო ისტორიის გარკვეულ კომპონენტებთან. მოდული ამცირებს სამედიცინო დაწესებულებათა გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს და ეხმარება თქვენს პაციენტებს იგრძნონ თავი საკუთარი ჯანმრთელობის სადარაჯოზე … შეიტყვეთ მეტი
  • კომპანია
  • Softvivarium კომპლექსური ERP სისტემების პროექტირება და იმპლემენტაცია
  • სოციალური მედია
  • მისამართი
  • თბილისი, მიცკევიჩის 29
© 2014 - 2019 Softvivarium.   ყველა უფლება დაცულია.