პაციენტთა პორტალი

ონლაინ წვდომის მოდული წარმოადგენს პაციენტებისთვის განკუთვნილ პორტალს, რომლის წყალობითაც პაციენტებს აქვთ საშუალება იქონიონ უსაფრთხო და დაცული წვდომა საკუთარ სამედიცინო დოკუმენტებზე. სურვილის მიხედვით სამედიცინო დაწსებულებას შეუძლია გაააქტიუროს აღნიშნული მოდული პროგრამაში ან პირიქით მოახდინოს მისი დეაქტივაცია.



მექანიზმი

თუ თქვენს პროგრამაში ონლაინ წვდომის მოდული გააქტიურებულია, სპეციალური ვებ-გვერდის საშუალებით თქვენი პაციენტები წინასწარ მინიჭებული ID-ს და პაროლის საშუალებით შეძლებენ სპეციალურ სივრცეში შესვლას, სადაც მათ საშუალება ექნებათ იხილონ საკუთარი


  • ლაბორატორიული კვლევის პასუხები.
  • ფაილები, რომელიც სამედიცინო ისტორიაში ატვირთა ექიმმა (რენტგენის სურათი, ოპერაციის ამსახველი ვიდეო და ა.შ.).
  • სამედიცინო დიაგნოზები.
  • ექიმის დანიშნულებები (მაგ.: დანიშნული მედიკამენტები და ა.შ.).
  • ინფორმაცია ალერგიების შესახებ.
  • ინფორმაცია იმუნოლოგიური აცრების შესახებ.

პროგრამა საშუალებას იძლევა ისარებლოთ ამ ჩამონათვალიდან ნებისმიერი კომბინაციით ე.ი. საჭიროებიდან და თქვენი სურვილიდან გამომდინარე ჩართოთ ან გამორთოთ თითოეული მათგანი ცალცალკე.



სარგებელი

გარდა იმისა, რომ ონლაინ წვდომის მოდული უიოლებს პაციენტებს საკუთარ მონაცემებზე წვდომას. იგი ასევე მნიშვნელოვან დროის ეკონომიას უკეთებს თქვენს სამედიცინო პერსონალს. ამის გარდა, თუკი ჩვეულებრივ შემთხვევაში პაციენტს ინფორმაციის მიღება შეუძლია სამედიცინო დაწესებულების სამუშაო საათებში, პაციენტთა პორტალის გამოყენებით მათ საშუალება ეძლევათ მიიღონ ეს ინფორმაცია დღეში 24 საათის მანძილზე. ამრიგად, სამედიცინო პროგრამა არამარტო საშუალებას გაძლევთ წარმატებულად წარმართოთ თქენი კლინიკის მენეჯმენტი, არამედ იგი აუმჯობესებს პაციენტთა მომსახურების სერვის.

  • კომპანია
  • Softvivarium კომპლექსური ERP სისტემების პროექტირება და იმპლემენტაცია
  • სოციალური მედია
  • მისამართი
  • თბილისი, მიცკევიჩის 29
© 2014 - 2019 Softvivarium.   ყველა უფლება დაცულია.