ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები
Appian Screenshot
ფინანსური მოდული
  • EHR სისტემის ფინანსური მოდულის დახმარებით ხორციელდება ყველა სამედიცინო ფინანსური პროცესის წარმოება ელექტრონულად. მასში მოქცეულია სადაზღვეო კომპანიებთან ანგარიშწარმოების ბიზნეს პროცესები ასევე პაციენტების დებიტორულ კრედიტორული დავალიანებების, ნაღდი და უნაღდო ანგარიშწორების აღრიცხვის ფუნქციები.
  • პროგრამა ქმნის ინვოისებს და კალკულაციებს როგორც უკვე გაწეული მომსახურეობის ასევე წინასწარ წარსადგენ შემთხვევაში.
  • ფინანსურ მოდულს აქვს გადახდების რეპორტის შექმნის შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს როგორც სადაზღვევო კომპანიების, ასევე პაციენტებისა და სხვა თანადამფინანსებელთა გადახდებს. გარდა ამისა, რეპორტი აკონტროლებს დარიცხულ და მიღებულ გადახდებს კალენდარული თვეების მიხედვით და აანალიზებს ტენდენციებს.
  • სადიაგნოსტიკო კოდები, დემოგრაფიული ინფორმაცია და ფინანსური კოდები ავტომატურად გადადის ფინანსურ დოკუმენტაციაში, ამიტომ ადამიანური შეცდომის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

გაქვთ შეკითხვები ან გსურთ შეიტყოთ მეტი, თუ როგორ შეუძლია SoftMedic-ს დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას პროცესების მართვაში?



  • ფინანსური მოდულის მეშვეობით აკონტროლეთ კლინიკის ფინანსური შეცდომები და დაადგინეთ უარყოფილი მოთხოვნების მიზეზები, როგორიცაა პაციენტის არასწორი ინფორმაცია, არასრული კლინიკური ან სადაზღვევო მონაცემები, არასწორი დიაგნოზები და პაციენტის დავალიანებები.
  • სისტემა გთავაზობთ გადახდის პროცესის მონიტორინგის ინსტრუმენტებს. ფინანსური მოდული აჩვენებს, როდის იქნა გაგზავნილი მოთხოვნა გადახდაზე, შემდეგ აჩვენებს, როდის იქნა მიღებული, დამუშავდა და მივიდა ადრესატამდე. ეს პრაქტიკა ხელსაყრელია მომსახურების ანაზღაურების ვადების განსასაზღვრავად, რაც თავის მხრივ გეხმარებათ კლინიკის ფინანსური რესურსების უკეთ მართვაში.