ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები

ელექტრონული რეცეპტი

ელექტრონული რეცეპტი

ელექტრონული დანიშნულება ამცირებს შეცდომის დაშვების ალბათობას, აძლიერებს პაციენტის უსაფრთხოებას და მკურნალობის ხარისხს.

ელექტრონული დანიშნულება ეხმარება პაციენტს უფრო სწრაფად მიიღოს საჭირო მედიკამენტები. რეცეპტები ბეჭდური სახისაა და ნაკლებად რჩება სივრცე ფარმაცევტს ინტერპრეტაციისათვის.

რა სარგებელი აქვს ელექტრონული დანიშნულების გამოწერას?

  • ზოგავთ დროს და რესურსებს. ვინაიდან ელექტრონული დანიშნულება უშუალოდ მიეწოდება აფთიაქის კომპიუტერულ სისტემას, აფთიაქის პერსონალს ნაკლები დრო სჭირდება მონაცემების დამუშავებისთვის.
  • უმჯობესდება პაციენტის უსაფრთხოება. აფთიაქში ფარმაცევტს ნაკლები სივრცე რჩება დანიშნულების არასწორი ინტერპრეტაციისთვის.
  • არ გჭირდებათ დასახელების თავიდან წერა, ვინაიდან მედიკამენტის პოვნა ხდება სწრაფ საძიებო სისტემაში, რომელიც ყოველთვის განახლებულია. მოძებნეთ კონკრეტული პაციენტისთვის ხშირად გამოწერილი დანიშნულებები და სწრაფად იპოვოთ სასურველი მედიკამენტი.