ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები

რადიოლოგიური სურათები

რადიოლოგიური სურათები

პროგრამა გაძლევთ საშუალებას ატვირთოთ რადიოლოგიური სურათები პაციენტის სამედიცინო ისტორიაში.

ელექტორნულ სამედიცინო ჩანაწერებზე ონლაინ წვდომა საშუალებას აძლევს პაციენტს მიიღოს დამუშავებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და გაუზიაროს აღნიშნული ინფორმაცია (მათ შორის რადიოლოგიური გამოსახულებები) სხვა ექიმებს.

სამედიცინო ინფორმაციის ელექტრონულად გაზიარება აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხარისხს და ქმნის დროის ეკონომიას.

ექიმებს სამედიცინო სურათებსა და რადიოლოგიურ მონაცემებზე ელექტრონული წვდომა საშუალებას აძლევს:

  • შეადაროს ახალი სურათი წინა სურათებს (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რადიოლოგისათვის, რომელიც ინტერპრეტაციას უკეთებს რადიოლოგიურ გამოკვლევას)
  • აწარმოოს მდგომარეობისა და პათოლოგიების მონიტორინგი დროის ჭრილში
  • თავიდან აიცილოს უკვე ჩატარებული კვლევის განმეორება

ექიმის მსგავსად სამედიცინო სურათების ნახვის შესაძლებლობა ეხმარება პაციენტს უკეთ შეაფასოს მისი მდგომარეობა და მიიღოს მონაწილეობა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში.