ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები

ტელემედიცინა

ტელემედიცინა

გახადეთ მკურნალობა ხელმისაწვდომი თქვენი პაციენტებისთვის მათი ადგილმდებარეობისდა მიუხედავად.

ჩვენს აპლიკაციაში ჩაშენებული ტელემედიცინის მოდულის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ეკონტაქტოთ პაციენტებს კლინიკაში მათი ვიზიტის გარეშე.

გაზარდეთ თქვენი მომსახურების ხარისხი – დაუკავშირდით პაციენტებს ონლაინ ვიდეო-აუდიო ზარის საშუალებით და დაუბრკოლებლად წარმართეთ შეხვედრები დისტანციურ რეჟიმში.

SoftMedic-ის ტელემედიცინის ფუნქციონალით, შეგიძლიათ დაიბრუნოთ პაციენტებთან ოფისში მუშაობის ინტერაქციული ბუნება. ამისათვის შეხვედრის პროცესში თქვენ გაქვთ საშუალება

  • მოიწვიოთ სტუმარი – მოიწვიეთ დამატებითი მონაწილეები წყვილებისა და ოჯახური სესიების მიმდინარეობისას
  • გააზიაროთ ეკრანი – გააზიარეთ ეკრანები, ფანჯრები და ჩანართები პაციენტებთან ურთიერთობისას
  • ისარგებლოთ დაფით – ერთობლივად დაწერეთ და დახატეთ ციფრულ დაფაზე
  • გამოიყენოთ ჩატი – უსაფრთხოდ გაუგზავნეთ შეტყობინება თქვენს პაციენტს და მონაწილეებს სესიის დროს

ტელემედიცინის ფუნქციონალი ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერებთან (EHR) კომბინაციაში, ეხმარება მედიკოსებს მკურნალობის დისტანციურად წარმართვაში. იგი წარმოადგენს უსაფრთხო საკომუნიკაციო ინსტრუმენტს პაციენტის მკურნალობის პროცესში.

როგორც მედიკოსები, ასევე პაციენტები მნიშვნელოვნ სარგებელს იღებენ EHR ტელემედიცინის გამოყენებისას.

ტელემედიცინის პლატფორმა უმსუბუქებს კლინიკას დოკუმენტაციის წარმოების პროცესს.