კლინიკის მართვის პროგრამა
კლინიკის პროცესების სრული ავტომატიზაციისთვის

გაქვთ შეკითხვები ან გსურთ შეიტყოთ მეტი, თუ როგორ შეუძლია SoftMedic-ს დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას პროცესების მართვაში?

პროგრამის მახასიათებლები

ონლაინ დაჯავშნა

მიეცით თქვენს პაციენტებს კომფორტი შეხვედრის ონლაინ დაჯავშნით. გაზარდეთ თქვენი ეფექტურობა აღნიშნული სერვისით, რომელიც ამცირებს შემომავალი ზარების მოცულობას. შედეგად თქვენს პერსონალს შეეძლება ფოკუსირება სხვა აქტივობებზე.

მრავალ-ლოკაციური მართვა

SoftMedic საშუალებას გაძლევთ ამუშაოთ განსხვავებულ ლოკაციაზე მყოფი ფილიალები ერთიან ცენტრალიზირებულ სისტემაში. რაც გამორიცხავს დამატებით პროგამულ უზრუნველყოფას, სერვერებს, მონაცემთა ბაზებს და აპარატურას თქვენს ფილაილებში.

ელექტრონული ხელმოწერა

ელექტრონული ხელმოწერების საშუალებით, რომელიც ინტეგრირებულია EHR სისტემაში, თქვენ დაზოგავთ დროს, და შეამცირებთ შეცდომებს. SoftMedic-ში ინტეგრირებული eSignature ფუნქცია შეამცირებს ტვირთს თქვენს ადმინისტრაციულ გუნდზე.

ინტეგრაციები

SoftMedic ახდენს ჯანდაცვის მონაცემთა სტანდარტიზაციას და უზრუნველყოფს მათ გაცვლას ჯანდაცვის სხვადასხვა პროვაიდერთან, როგორც სახელმწიფო ასვე კერძო სამედიცინო სექტორში.

დოკუმენტ ბრუნვა

შეინახეთ და დაამუშავეთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტი უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. შექმენით შაბლონები ხშირად გამოყენებადი დოკუმენტების, გამოიყენეთ დოკუმენტების იმპორტის და ექსპორტის ფუნქციები.

ხმის ტექსტში გადაყვანა

გამოიყენეთ ხმის ტექსტში გადაყვანის ფუნქცია, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას. ეს ფუნქცია ამცირებს ექიმის დახარჯულ დროს სამედიცინო ჩანაწერის ელექტრონულად ასახვისას.

დავალებათა მართვა

მართეთ თქვენი რუტინული დავალებები მარტივი პროგრამაში ჩაშენებული ფუნქციონალით. დაუტოვეთ საკუთარ თავს ან კოლეგას ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები. შემოაწმეთ დავალებათა აღსრულების სტატუსი.