ვიზიტების დაგეგმვა მარტივია და შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირ პროგრამასთან ინტეგრირებული კალენდრიდან. მიეცით საშუალება თქვენს პაციენტებს დაჯავშნონ შეხვედრები, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმები და მიიღონ დასტურისა და შეხსენების შეტყობინებები, ავტომატურ რეჟიმში განაახლონ, გააუქმონ ჯავშნები და გადაიხადონ სერვისის ღირებულება ონლაინ.
ეფექტურად მართეთ თქვენი განრიგი ინტუიციური ინტერფეისის კალენდრით, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაო დროის უკეთ განაწილებასა და პროდუქტიულობის გაზრდაში.
მიანიჭეთ განსხვავებული ფერები ჯავშნებს მათი სტატუსების მიხედვით, ჯავშანზე დაწკაპუნებით მომენტალურად იხილეთ პაციენტის სტატუსი, ლაბორატორიული მონაცემები, ინფორმაცია დაზღვევის შესახებ, სამედიცინო შეტყობინებები და სხვა.
გარდა ამისა, პაციენტს ეგზავნება შეხვედრის ავტომატური შეხსენებები, რაც თავის მხრივ ზოგავს სამედიცინო პერსონალის დროს, რესურსებს და ამცირებს პაციენტების კლინიკაში გამოუცხადებლობის ალბათობას.