ელექტრონული ფორმები წარმოადგენს პროგამაში ინტეგრირებული ელექტრონული კითხვარებისა და ფორმულარების ერთობლიობას, რომელთაც აქვთ ხმის ტექსტში გადაყვანის თანმდევი ფუნქციაც. ელექტრონული ფორმები საშუალებას აძლევს სამდეიცინო დაწესებულებებს, ამოიღონ ხმარებიდან წინასწარ დაბეჭდილი ქაღალდის ფორმები და ჟურნალები, გაამარტივონ სამუშაო პროცესები, დაზოგონ დრო და ხარჯები.
ატვირთეთ თქვენს ხელთ არსებული ფაილები, რათა გამოიყენოთ ისინი როგორც შაბლონები ან შექმენით ახალი ფორმა ნულიდან. თავად განსაზღვრეთ თუ სად მოათავსებთ ფორმაზე ელექტრონულ ხელმოწერას, თარიღებისა და მოსანიშნ ველებს და სხვა. მას შემდეგ, რაც თქვენი ფორმები მზად იქნება, შეგიძლიათ დააჯგუფოთ დოკუმენტები სხვადასხვა კატეგორიებად და კლასებად.